რატომ საზღვაო კონტეინერი?
საზღვაო კონტეინერის სახლი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისთვისაც კომფორტი და რესურსების რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვანია. თუკი გსურთ დატკბეთ თქვენი სახლის სიმყუდროვითა და თანამედროვე, ინოვაციური ვიზუალით, უფრთხილდებით თქვენს დროს, რომლის დიდ ნაწილს დაკარგავდით მშენებლობის პროცესების დასალაგებლად, და ამავდროულად აფასებთ ბუნებასთან სიახლოვესა და გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებას, მაშინ რუმბოქსის “მოგზაური” სახლები სწორედ თქვენთვისაა.
და მაინც, რატომ საზღვაო კონტეინერი და რით გამოირჩევა ის კაპიტალური საცხოვრებელი სახლისგან?
მობილობა და გამძლეობა
კონტეინერის სახლი, სასტუმრო თუ საოფისე სივრცე დამზადების შემდგომ სრულად მობილურია და შესაძლებელია განთავსდეს თქვენთვის სასურველ ადგილას. უსწორმასწრო რელიეფი და რთული გარემო-პირობები (ძლიერი ყინვა, სიცხე, ქარი და ნესტი) საზღვაო კონტეინერის შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. კონტეინერის კონსტრუქცია და ლითონის შემცველობა (მცირედ-ლეგირებული 1,8მმ სისქის ფოლადი) შექმნილია რთული კლიმატური პირობებისა და მექანიკური დატვირთვის ასატანად.
დრო
კაპიტალური სახლისგან განსხვავებით რუმბოქსის საზღვაო კონტეინერის სახლი შეკვეთიდან სულ რაღაც 10 კვირაში მზადდება. პროცესის კონტროლი გაცილებით იოლი და მოსახერხებელია, ეს კი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისთვისაც დრო და ხარისხი თანაბრად მნიშვნელოვანია.
ენერგოეფექტურობა
ჩვენი მოდულები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციით, რაც იძლევა მაღალ ენერგოეფექტურობას. ვიყენებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და ცეცხლ-მედეგ მასალას – პოლიურეთანის მისაფრქვევ ქაფს (Polyurethane Foam Insulation). გამომდინარე აქედან, მოდული მარტივად ინარჩუნებს სიგრილეს ზაფხულის ცხელ დღეებში, ხოლო სითბოს – ზამთარში.