ჩვენ შესახებ

ჩვენ ვაწარმოებთ საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს ნომრებს და საოფისე ფართებს საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან. ჩვენი მოდულები გამოირჩევა როგორც გამოყენებული მასალების, ასევე შესრულების მაღალი ხარისხით. მათი შექმნისას სივრცის ერგონომიული განაწილება ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

კონტეინერების სახლების წარმოების იდეა 2018 წელს გაჩნდა, თუმცა კომპანიის დამფუძნებლებმა, არჩილ და ირაკლი ლურსმანაშვილებმა, ამ მიმართულებით აქტიური კვლევა და დაგეგმარება 2019 წლიდან დაიწყეს.

ირაკლი წარმატებული არქიტექტორია 25 წელზე მეტი გამოცდილებით, ხოლო არჩილი 12 წელზე მეტია ფინანსებსა და კომერციულ სექტორშია ჩართული.

ცხოვრების აჩქარებული ტემპი და სხვადასხვა გამოწვევები მომხმარებლის მოთხოვნილებებს ცვლის. ადამიანები უფრო მეტად აფასებენ ბუნებასთან სიახლოვეს,  ცდილობენ “დღეს/ახლა“ ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ კერძო სახლში, დიდი ფინანსური თუ დროითი რესურსის ხარჯვის გარეშე. ამ ყოველივემ კი კონტეინერის სახლების ტენდენციურობასა და პოპულარობის მნიშვნელოვან ზრდას შეუწყო ხელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

კომპანიის მიზანია ქართულ რეალობაში ამ ტენდენციისა და სტილის გადმოტანა,  მომხმარებლებისთვის საუკეთესოს შეთავაზება, დროისა და ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენებით.