FAQ

FAQ

რა დანიშნულებით შემიძლია გამოვიყენო რუმბოქსის კონტეინერი?

ჩვენი კონტეინერები გამოირჩევა მრავალფუნქციურობით. განსხვავებული მოდულები შესაძლებელია გამოიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით: როგორც საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე ან გასაქირავებელი ფართი.

რა ღირს მოდული?

რუმბოქსის მოდულის ღირებულება დამოკიდებულია მოდულის ტიპსა და ფართზე. საშუალოდ ღირებულება $ 34,000-დან $ 37,000-მდე მერყეობს.

რა შედის ფასში?

რუმბოქსის მოდულების მინიმალური კომპლექტაციაში შედის: სრულად გარემონტებული სახლი, უმაღლესი ხარისხის ავეჯის ხის ფანერით მოწყობილი შიდა კედლები, ალუმინის ერთ-კამერიანი მინაპაკეტის კარ-ფანჯარა, გადმოსაშლელი დეკი, რეკუპერატორი (ჰაერის ვენტილაცია), კონდიციონერი, წყლის ელექტრო გამაცხელებელი, ჩაშენებული ავეჯი და ტექნიკა – საწოლი სათავსოთი და მატრასით, საძინებლის კარადა, საძინებლის ფანჯრების როლერ/ჟალუზები, აბაზანის ნიჟარის ქვეშ სათავსო, აბაზანის კარადა, სამზარეულოს კარადები, მისაღების ჩაშენებული გასაშლელი დივანი ბალიშებით, სამზარეულოს ელექტრო/გაზის ქურა, სამზარეულოს გამწოვი, მაცივარი, ტელევიზორი, ყავის აპარატი.

ამ ყველაფერს რუმბოქსისგან საჩუქრად ემატება შეთანხმება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მონტაჟი, კომუნიკაციების დაერთება.

რა არ შედის ფასში?

ტრანსპორტირება, აბონირება და კომუნიკაციების მიყვანა სახლამდე, ჭურჭელი და დეკორაცია.

სად შემიძლია კონტეინერის განთავსება?

რუმბოქსის საზღვაო კონტეინერის მოდულები 100%-ით მობილურია და შესაძლებელია განთავსდეს თქვენთვის სასურველ ადგილას კაპიტალური, მასიური საძირკვლის გარეშე – თუნდაც რთულ და უსწორმასწორო რელიეფზე, უბრალო ხიმინჯების გამოყენებით.

რა დრო დასჭირდება მოდულის სრულად დამზადებას?

რუმბოქსის მოდულს სრულად გარემონტებულს მიიღებთ შეკვეთიდან სულ რაღაც 10-15 კვირაში.

რა სიმაღლისაა კონტეინერი?

კონტეინერის ექსტერიერის სიმაღლე 2,9 მეტრია, ხოლო შიდა სიმაღლე დამოკიდებულია მოდულის ტიპზე (მაქსიმუმ 2.6 მ.).

რამდენად ენერგოეფექტურია რუმბოქსის მოდულები?

ჩვენი მოდულები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციის სისტემით. ვიყენებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და ცეცხლ-მედეგ მასალას – პოლიურეთანის მისაფრქვევ ქაფს (Polyurethane Foam Insulation). გამომდინარე აქედან, მოდული მარტივად ინარჩუნებს სიგრილეს ზაფხულის ცხელ დღეებში და სითბოს ზამთარში.

© 2018. All Rights Reserved

with love by 7oroof.com