კონტეინერის სახლი, სასტუმრო თუ საოფისე სივრცე დამზადების შემდგომ სრულად მობილურია და შესაძლებელია განთავსდეს თქვენთვის სასურველ ადგილას. უსწორმასწორო რელიეფი და რთული გარემო-პიროებები (ძლიერი ყინვა, სიცხე, ქარი და ნესტი) საზღვაო კონტეინერის შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს.
კაპიტალური სახლისგან განსხვავებით რუმბოქსის საზღვაო კონტეინერის სახლი შეკვეთიდან სულ რაღაც 10 კვირაში მზადდება. პროცესის კონტროლი გაცილებით იოლი და მოსახერხებელია, ეს კი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისთვისაც დრო და ხარისხი თანაბრად მნიშვნელოვანია.
ჩვენი მოდულები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციით, რაც იძლევა მაღალ ენერგოეფექტურობას. ვიყენებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა და ცეცხლ-მედეგ მასალას – პოლიურეთანის მისაფრქვევ ქაფს (Polyurethane Foam Insulation).
საზღვაო კონტეინერის სახლი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისთვისაც კომფორტი და რესურსების რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვანია. თუკი გსურთ დატკბეთ თქვენი სახლის სიმყუდროვითა და თანამედროვე, ინოვაციური ვიზუალით, უფრთხილდებით თქვენს დროს, რომლის დიდ ნაწილს დაკარგავდით მშენებლობის პროცესების დასალაგებლად, და ამავდროულად აფასებთ ბუნებასთან სიახლოვესა და გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებას, მაშინ რუმბოქსის “მოგზაური” სახლები სწორედ თქვენთვისაა.
ვრცლადმცირე ზომის საკუთარი სახლის აშენება გაქვთ გადაწყვეტილი, თუ სასტუმროს გაკეთება, ან სულაც საოფისე სივრცის შექმნა გინდათ – რუმბქოსის სხვადასხვა მოდულები თქვენს საჭრიოებებზე ზუსტად არის მორგებული.