ექსტერიერის დამუშავება-შეღებვა

ექსტერიერის დამუშავება-შეღებვა

პირველ ეტაპზე, კონტეინერის ექსტერიერი ზუმფარის და რკინის ჯაგრისის დახმარებით იწმინდება. კონტეინერს სცილდება ზედმეტი საღებავის ფენა და ამავდროულად, გულდასმით მუშავდება დაჟანგებული/კოროზირებული ადგილები.

პირველადი დამუშავების შემდეგ ზედაპირი იწმინდება მტვრისა და საღებავის ნარჩენებისგან, რასაც კონტეინერის პირველადი საფარით – ე.წ. ანტიკოროზიული „გრუნტით“ დაფარვა მოსდევს.  “გრუნტი” იცავს კონტეინერს შემდგომი დაჟანგვისგან და ხელს უწყობს საღებავის საბოლოო ფენის შეთვისებას.

ბოლო ეტაპზე კონტეინერის ექსტერიერს ვღებავთ ზეთოვანი საღებავით, რაც მოდულს დახვეწილ და მიმზიდველ იერს სძენს.