ავეჯი

ავეჯი

 

ავეჯის დაგეგმარება რუმბოქსის მოდულებში ისეთივე მნიშნელოვანი პროცესია, როგორც მთლიანი მოდულის ინტერიერის დაგეგმარება. სწორად შერჩეული ავეჯის დახმარებით მოდულის ყოველი სანტიმეტრი კიდევ უფრო ერგონომიული და ვიზუალურად დახვეწილი ხდება. გასაშლელი დივანი მისაღებში, სათავსოიანი საწოლი, თუ იატაკში ჩაყოლებული სათავსო ყუთები, მოდულის 27 კვადრატული მეტრის სრულად ათვისებაში გვეხმარება.

ავეჯის ფასადი მზადდება უმაღლესი ხარისხის ავეჯის ფანერით, რომელიც ასევე გამოყენებულია ინტერიერის კელდების მოპირკეთებისას. ეს ყოველივე კი სახლის დიზაინს გემოვნებიან იერსა და ერთიანობის განცდას სძენს.  დამზადებისას ვიყენებთ მაღალი ხარისხის მექანიზმებს და “ფურნიტურას”, ავეჯის მაქსიმალური გამძლეობისთვის.

ავეჯის მომზადების ბოლო ეტაპზე ვახდენთ მისი ფასადის მოხვეწას (ზუმფარით დამუშავება) და ვფარავთ წყლის ფუძეზე დამზადებული ლაქის რამდენიმე ფენით. საბოლოო შედეგი კი ხარისხიანი, სივრცეზე იდეალურად მორგებული და მდიდრული ვიზუალის ავეჯია.