კარ-ფანჯარა

კარ-ფანჯარა

რუმბოქსის კონტეინერში კარებისა და ფანჯრების ჩასმამდე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი წინმდევი პროცესების სწორად შესრულებას, როგორებიცაა კონტეინერის კედლების გამაგრება და ამოჭრილ ღიობებში მეტალის კუთხოვანა ჩარჩოების დამაგრება. ღიობების მაქსიმალური სიზუსტით გასწორება გვეხმარება თავიდან ავირიდოთ მოდულის ტრანსპორტირებისას შესაძლოა დეფორმაციები.

კარ-ფანჯრების მასალის შერჩევისას არჩევანი შევაჩერეთ დღესდღეობით ყველაზე გამძლე და სხვა სახის ალტერნატივებთან (ხე, მეტალოპლასტმასი) შედარებით, უკეთესი მახასიათებლების მქონე მასალაზე – ალუმინზე. ალუმინის პროფილები ორ ტიპად იყოფა – თბილ და ცივ პროფილებად.  თბილ პროფილს ცივისგან განსხვავებით გააჩნია დამატებითი კამერები და თბოიზოლირებული მასალა. სწორედ ამის მეშვეობით ვასხვავებთ მათ ერთმანეთისგან.

 

რუმბოქსის კარ-ფანჯარა მზადდება ორკამერიანი ალუმინის პროფილებისგან და ერთკამერიანი მინა-პაკეტისგან. ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს მოდულის თბოიზლოაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას. მონტაჟის დროს ვიყენებთ მოწინავე ბრენდების უმაღლესი ხარისხის საკეტებს და მექანიზმებს, ხოლო კარ-ფანჯრის მონტაჟის შემდეგ დგება კონტეინერის ჰიდრო იზოლაციის ჯერი შვეიცარული ბრენდის ჰერმეტიკის გამოყენებით, მთელ პერიმეტრზე.