თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების ყოველდღიური განვითარების მიუხედავად, თბოიზოლაციის პრობლემა კვლავაც არ კარგავს აქტუალობას. საქართველოში კი თბოიზოლოცია ან სრულად უგულებელყოფილია, ანდაც გამოყენებულია ისეთი მასალები, როგორებიცაა მინაბამბა, პენოპლასტი, ან ექსტრუდირებული პენოპლექსი. ყველა ჩამოთვლილი მასალა, ჩვენს შემთხვევაში, ნაკლოვანია – ტოქსიკურობა, დაბალი ეფექტურობა და მიუღებელი ზომები. რუმბოქსის არჩევანი შეჩერდა ყველაზე თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ეფექტურ მასალაზე – პოლიურეთანის მისაფრქვევ ქაფზე. ამ მასალას, თბოიზოლაციასთან ერთად, ჰიდროიზოლაციური თვისებებიც გააჩნია, რაც მასალის დიდი უპირატესობაა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში პოლიურეთანის მისაფრქვევ ქაფს აქტიურად იყენებენ საავადმყოფოების, სკოლების, საბავშვო ბაღებისა და ბავშვთა დაწესებულებების როგორც დასათბუნებლად, ასევე ჰიდროიზოლაციისთვის, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს მის ეკოლოგიურ უსაფრთხოებასა და ეფექტურობას.