კონტეინერის კონსტრუქცია თავის მცირე წონასთან ერთად სიმყარით გამოირჩევა, რაც დიდ უპირატესობას ანიჭებს მას სხვა ტიპის საშენ მასალებთან შედარებით. საზღვაო კონტეინერის ჩარჩოს სისქე 5 მმ-ია, ხოლო გვერდები და სახურავი დამზადებულია 1,8 მმ სისქის გოფრირებული, მცირედლეგირებული ფოლადისგან, რაც, თავისი ქიმიური შემცველობით, მედეგია კოროზიის მიმართ.
თითოეული მოდულის დაპროექტებისას, წინასწარ გათვლებზე დაყრდნობით, მაქსიმალურად დაცულია სიმკვრივე, რასაც უზრუნველყოფს რკინის კუთხოვნები, მილკვადრატს დამატებული კონსტრუქციები თუ ამოჭრილი ღიობები. დაპროექტებისას ვითვალისწინებთ კონტეინერის ძირითადი უპირატესობების _ მექანიკური სიმყარისა და ჰერმეტულობის შენარჩუნების აუცილებლობას.